რამდენიმე უბანს წყლის მიწოდება შეეზღუდება

2019-04-21 09:28:14

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს:

მე-14 მ/რ N45-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით დღეს 21 აპრილს 07:30-დან 15:30 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: 

მე-15მ/რ N44, 45, 46, 47, 48. ლესელიძის ქუჩის N14, 16, 18, 20, 22, 24 და მესხიშვილის მე-3 გასასვლელის N6, 8, 10.