რუსთავში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა შემცირდა

2019-04-20 18:37:18

რუსთავში, კომერციული ფართების გაქირავებას მეპატრონეები ვეღარ ახერხებენ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, გამქირავებლებმა განაცხადეს, რომ კომერციულ და საოფისე ფართებზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფასი არ შეცვლილა, უკვე რამდენიმე თვეა უჭირთ ფართის გაქირავება. მიზეზად კი კომერციული ფართების რაოდენობის გაზრდას ასახელებენ, ასევე კლიენტების გარკვეულ ნაწილს მოკლე ვადით სურთ ფართის დაქირავება და გრძელვადიან ხელშეკრულებას არ აფორმებენ.

"ინფო რუსთავი" დაიანტერესდა თუ რა ფასად ქირავდება კომერციული ფართები რუსთავში.

კომერციული ფართის ღირებულება, მის ადგილმდებარეობასა და არსებულ პირობებზეა დამოკიდებული.

რუსთავში კომერციული მიზნებისთვის მოთხოვნა ძირითადად ცენტრალურ ქუჩებზეა. მაგალითად კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას ქუჩებზე 120 2 ფართის ქირაობა 1000 ლარიდან 3000 ლარამდეა შესაძლებელი.

მცირე ფართის დაქირავება კი მაგ: მე-12 მიკრორაიონში 1 2 10 ლარიდანაა შესაძლებელი.