ძარცვის ფაქტი რუსთავში, კოსტავას გამზირზე დაფიქსირდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 18 წლის ბიჭმა 45 წლამდე ქალს საფულე (რომელშიც თანხა 80 ლარი იდო) გასტაცა და ადგილიდან მიიმალა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ცხელ კვალზე 1 პირია დაკავებული. მომხდაზე გამოძიება სსკ 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს".
დაკავებულს 3-5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.