"თოვლივით თეთრი თოვლი" [photo]

2019-04-19 22:44:40

რუსთავის თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლში "თოვლივით თეთრი თოვლი" მოქმედება ძირითადად ერთ ლოკაციაზე, პაბი ბიბლიოთეკაში ვითარდება. ეს არის ადგილი სადაც თავს იყრიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მათ კი ძირითადად მეგობრობა აერთიანებთ. სიყვარული, გულგრილობა, ოჯახი, სიცოცხლის დასასრული, ფიქრი სიკვდილზე და იმედი რომელიც ბოლოს კვდება.

პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე. სპექტაკლში თეატრის სხვადასხვა თაობის მსახიობები: ზვიად დოლიძე, თეონა ხვედელიძე, მაია ჯავახიშვილი, ვაკო კობერიძე, გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი (კუკური) ბექაია მონაწილეობენ. მხატვარი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი კი გოგიტა მაისურაძე გახლავთ.

სპექტაკლი "თოვლივით თეთრი თოვლი" ლაშა თაბუკაშვილის მეორე პიესაა, რომელიც რუსთავის თეატრის რეპერტუარში დაიმკვიდრებს ადგილს.