ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-04-19 14:35:34

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩაზე.

"მერსედესის" მარკის ავტომობილი ბავშვთა სახლის ღობეს შეეჯახა და ღობესთან გამავალი ბუნებრივი აირის მილი დააზიანა.

როგორც ავტომანქანის მძღოლმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, მას მუხრუჭმა უმტყუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებიც.

მილის დაზიანების შედეგად დროებით მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. როგოც სოკარ ჯორჯია გაზში აცხადებენ, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს ბუნებრივი აირის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.