რუსთავში აქცია "არა ციხეს" გაიმართება

2019-04-19 11:20:46

რუსთავში აქცია "არა ციხეს" გაიმართება.

არსებული ინფორმაციით აქციის მონაწილეები დღეს, 19 აპრილს 15:00 საათზე ჭყონდიდელის დასახლებაში იმ ადგილზე შეიკრიბებიან სადაც ციხეს აშენებენ.

16:00 საათზე კი მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის წინ გადაინაცვლებენ და ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.