"ინფო რუსთავს" ანონიმურმა წყარომ უცნაური ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეო მიაწოდა. [ვიდეო/video]
რუსთაველი მამაკაცი რომელმაც ვიდეო გამოგვიგზავნა გვიყვება რომ - "5 დღეა ვიღაც ბიჭები გოგონებს აშინებენ პარკში, კონკრეტულად კი ციხე-გალავანზე. 14 აპრილს ჩემი მეგობრები ყოფილან ამ ადგილზე, უცხო ბიჭები მისულან, ჯერ სიგარეტი სთხოვეს შემდეგ კი უკითხავთ ხომ არ ჰქონდათ სურვილი იარაღიდან რომ გაესროლათ, უარის შემთხვევაში კი ჰაერში გაისროლეს. მერე კი თურმე მიუტრიალდა და ეკითხება, გინდა გესროლოვო? მსგავსი სიტუაცია ყოფილა 16 აპრილსაც. იქნებ დაგვეხმაროთ და გვითხრათ ვინ არიან? ან რატომ აშინებენ გოგონებს?"
საუბარში გოგონების მეგობარმა მამაკაცმა ასევე განაცხადა რომ ეს ბიჭები სავარაუდოდ არ იყვნენ პოლიციელები, იმიტომ რომ მათ შესაბამისი ფორმა არ ეცვათ.
"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ პარკის დაცვას იარაღი არ აქვს და შესაბამისად ისინი ვერ იქნებოდნენ, ასევე დააზუსტა ინფორმაცია იმის შესახებ ხდება თუ არა პოლიციის მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრაობა, რაც ასევე გამოირიცხა.
ჩვენი ჟურნალისტები გუშინ და დღეს იმყოფებოდნენ ცენტრალური პარკის, ციხის ტერიტორიაზე, თუმცა საეჭვო ვერაფერი შენიშნეს. ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია მამაკაცების ვინაობა და ასევე იარაღი იყო თუ არა ნამდვილი, თუმცა ერთერთმა გოგონამ მოახერხა და მათი საუბრის ფრაგმენტი ვიდეოზე ფარულად გადაიღო.
ააიპ "რუსთავსერვის ცენტრში" აცხადებენ რომ თუ დამსვენებელმა მათთვის საეჭვო ვითარება შენიშნა აუცილებლად უნდა აცნობოს პარკის დაცვას, რის შემდეგაც ისინი ადეკვატურ და დროულ რეაგირებას მოახდენენ.
p.s. თუ ვინმეს გაქვთ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ "ინფო რუსთავი"-ს გვერდზე პირად შეტყობინებებში მოგვწეროთ, მადლობა.