აკაკი ვაშაკიძის კიდევ ერთი რეკორდი

2019-04-18 21:57:28

ქალაქ ბრესტში მიმდინარე ბელორუსიის ღია ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო ქართველი მოცურავეებისთვის. რუსთავის წარმომადგენელმა აკაკი ვაშაკიძემ 50 მ. გულაღმა 0:27.88 წამში გაცურა და საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა! გააუმჯობესა რა ამავე აუზზე მის მიერვე დამყარებული ძველი რეკორდი. აკაკი ამ ტურნირზე ასევე მოსინჯავს ძალებს 200 მ. ბატერფლაისა და 400 მ. თავისუფალ ყაიდაზე.

ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს