ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარე ეზოების გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებშიც.
გოგებაშვილის ქ.#3, #5, #7, ოდიშარიას ქ.#30, მშენებელთა ქ. #22, #24, #26 ბოსტანქალაქის #17, #19, #21 კორპუსების ეზოებში სანიაღვრე სისტემა შეიცვლება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.
პროექტისთვის თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, მისი ღირებულება კი 309 775 ლარია. სამუშაოების დასრულება ივნისშია დაგეგმილი.