მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-04-18 11:01:11

18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21-22 აპრილს შედარებით გამოიდარებს, ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში 18 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-22 აპრილს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს მცირე თოვლი მოსალოდნელია ღამისა და საღამოს საათებში

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 18 აპრილი +12°C, 19 აპრილი +11°C, 20 აპრილი +10°C, 21 აპრილი +12°C.

ცუდი ამინდები 24 აპრილამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.