რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია

2019-04-17 11:28:07

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ჩატარდა. სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს, აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში შეამოწმეს.

მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები 24-საათიანი მონიტორინგის რეჟიმში ისაზღვრებოდა.