გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთავში აქცია გამართა [video]

2019-04-16 19:21:07

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა და მხარდამჭერებმა სოლიდარობა გამოუცხადა ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ აქციის მონაწილეებს. [ვიდეო/video]

თავდაპირველად აქციის მონაწილეებსა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ ისინი სრულიად ემიჯნებიან პოლიტიკურ განცხადებებს და მათი საპროტესტო აქცია სრულიად აპოლიტიკურია.

ჭყონდიდელის დასახლებაში, მოგვიანებით, მოსახლეობასთან შესახვედრად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მივიდა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, თაკო ჩარკვიანთან და დიმიტრი შაშკინთან ერთად მივიდა. მხარდამჭერებს თავდაპირველათ დეპუტატი მამუკა ჩიქოვანი მიესალმა და ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ციხის მშენებლობა შეჩერდება.

"საქართველოში ყველა ხელუსუფლებამ უნდა გაიგოს მოქალაქის ხმა. თბილისიდან, რომ მოდიხარ მარჯვენა მხარეს უზარმაზარი ტერიტორია არის ქალთა კოლონიის გარშემო. გარდაბნისკენ, რომ მიდიხარ მარცხენა მხარეს ორი ციხე არის და ამ ციხეების გარშემო უზარმაზარი თავისუფალი ტერიტორიაა, რა საჭიროებაა დასახლების შუაში ციხის აშენება. ამაზე პასუხი არ არსებობს. ახლა რადგან მოქალაქეები პროტესტს გამოხატავენ ე.წ. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ თქვენ არავინ არ ხართ და ჩვენ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ აქ ციხე აშენდეს. თუ აშენდება საპარლამენტო არჩევნებს, რომ მოვიგებთ აუცილებლად ჩვენ ამ ციხეს დავხურავთ და რუსთავში იქნება ტექნოლოგიური ცენტრი და ტექნო პარკი, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა პროტესტის სახით კარვებით აქციას მართავს.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები