საჯარიმო სანქციები ბზის უკანონო მოჭრაზე

2019-04-16 12:17:13

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება.

უწყების ცნობით, ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

სამინისტრო მოსახლეობას, ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილ ბზას სთავაზობს. 2019 წელს, ეროვნული სატყეო სააგენტო განაგრძობს ბზის საკონსერვაციო ღონისძიებებს და მავნებლის წინააღმდეგ სხვადასხვა ალტერნატიული ბრძოლის ღონისძიებების გამოცდას, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.