რუსთავში 52 წლის მუშა გარდაიცვალა.
მამაკაცი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული.
"ინფო რუსთავს" კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა რომ - "მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, ადგილზე გამოვიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა."
არსებული ინფორმაციით მამაკაცს გული აწუხებდა, მოულოდნელად მან გონება დაკარგა და ადგილზე გარდაიცვალა.