რუსთავში "ავერსი"-ს აფთიაქი გაქურდეს

2019-04-19 22:22:23

რუსთავში, XIX მიკრორაიონში ორმა პირმა "ავერსი"-ს აფთიაქი გაქურდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს, მოზარდებმა აფთიაქის კარი შეანგრიეს და სალაროდან 70 ლარი აიღეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.