შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

წულუკიანის პასუხი რუსთაველებს

2019-04-15 18:28:52

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი რუსთავში , კერძოდ კი ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

იუსტიციის მინისტრი უკმაყოფილო რუსთაველებს პასუხობს, თეა წულუკიანის თქმით, ის მზად არის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიაროს, თუმცა არ აპირებს, რომ ვინმესგან ულტიმატუმების ენით საუბარი მოისმინოს.

"მე დღეს დილით უკვე შევხვდი გუბერნატორს, ასევე შევხვდი ქალაქ რუსთავის მერს . რა თქმა უნდა, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. ეს მიწა ყოფილ სასჯელაღსრულების სამინისტროს ციხეების მშენებლობისთვის გადაეცა 2018 წლის აპრილში, მანამ სანამ ეს სისტემა იუსტიციის სამინისტროს ნაწილი გახდებოდა, შესაბამისად, თუკი მაშინ იმ დროს და მას შემდეგ კონსულტაცია რაიმე დოზით ჩვენს მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე მოცემული საზოგადოების ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ, თუმცა კონსულტაციებისთვის, ჯანსაღი მსჯელობისთვის და იმის განსახილველად თუ რა ტიპის პროექტია ეს და რას გააუმჯობესებს ქალაქისთვის ამაზე სასაუბროდ ნებისმიერ დროს ვარ მზად", - ახადებს თეა წულუკიანი.

შეგახსენებთ, რუსთავში ციხეების მშენებლობასთან დაკავშირებით რუსთაველებმა სლოგანით "არა ციხეს" უკვე სამი საპროტესტო აქცია გამართეს. გუშინ, აქტივისტებმა 5 საათიანი მსვლელობა მოაწყვეს და თეა წულუკიანს კონკრეტული პასუხების გასაცემად 24 საათიანი ვადა მისცეს. ვადა იუსტიციის მინისტრს დღეს, 17:00 საათზე ამოეწურა.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI