ხანძარი XIX მიკრორაიონში მადაგონთან

2019-04-13 23:18:26

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, მადაგონის უკან ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

ცეცხლი რკინის კონსტრუქციაში მოთავსებულ მუყაოს ქაღალდებს გაუჩნდა.

როგორც მადაგონის წარმომადგენელი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, სავარაუდოდ უცნობმა პირებმა, სიგარეტის ნამწვი კონსტრუქციაში ჩააგდეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები