რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის“ კითხვებს, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა.
ყველა აიპის და სამსახურის ხელმძღვანელი გყავდათ დაბარებული, რა არის ამის მიზანი და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ ფორმით გქონდეთ წარდგენა და ბიუჯეტის განხილვა?
- ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ, ბიუჯეტის და კვარტალების მიხედვით შერულებული სამუშაოს და განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვები. მერიაში ტარდებოდა, რომელსაც ვესწრებოდი მე, ესწრებოდა კურატორი, მოადგილე და სამსახურები პრეზენტაციის სახით წარმოადგენდნენ კვარტალების მიხედვით ანგარიშს. ის ხარჯვითი ნაწილი, რაც 2018 წელში განხორციელდა, შეტანილია საკრებულოში და დიდი სურვილი იყო, იმისა რომ თითოეულ სამსახურს პრეზენტაციის სახით წარმოედგინათ 2018 წელში განხორციელებული ხარჯვითი ნაწილი და ის საქმიანობები, თუ რა მიმართულებით დაიხარჯა თანხები და რა ეფექტი მისცა ამ ხარჯვიტმა ნაწილმა.
ვინ იყო მოწვეული შეხვედრაზე?
-რამდენიმე, დღის წინ დაანონსება მოხდა, საჯაროდ გამოვაქვეყნეთ თუ რა სახის განხილვა ხდება და ძალიან დიდი სურვილია, რომ იყოს მეტი აქტივობა. ჩვენ ამ ნაბიუჯებს იმიტომ ვდგამთ, რომ მაქსიმალურად ბარიერი მოიხსნას მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის.
რამდენი აიპი, სამსახური და შპს არის წარმოდგენილი?
- თავისთავად 9 სამსახური მუნიციპალიტეტის, რაც არის წარმოდგენილი თავიდან ბოლომდე წარადგენს ამ პრეზენტაციას, შპს-ის ნაწილში ჩვენ გვაქვს, რომელიც მოქმედია საკალათბურთო, თეატრალური, არის ცალკე ისეთი შპს, რომელიც შემოსავლებზე დამოკიდებული არის მაგრამ ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტიდან არ გადის, ეს არის პროექტირება სადაც ხორციელდება. აქ ძირითადად აქცენტი არის გაკეთებული იმ აიპებზე და შპს-ებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას.
რომელი სამსახურით ან აიპით ხართ უკმაყოფილო? რამდენად კარგად ასრულებენ ეს ადამიანები სამუშაოებს?
-მინდა, რომ ობიექტური ვიყო ყველა მიმართულებით და ზუსტად ამ პრინციპს ემსახურება დღევანდელი განხილვა. 2019 წლის პროგრამული ბიუჯეტირება ხდება, რომ თვითონ სამსახურმა ნათლად დაინახოს თანხა რაში ეძლევა და ეს თანხა როგორ შეიძლება მან ეფექტურად გამოიყენოს. სამსჯავროზე იმიტომ გვაქვს გამოტანილი, რომ შეფასების ნაწილი მოსახლეობის და თუნდდაც ჩემი ჩართულობით ერთად მოხდეს შეფასება.
სამსახურები და შპს-ები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ და შედეგი არ აქვთ, ამ შემთხვევაში რაიმე ზომებს მიმართავთ?
რა თქმა უნდა, ეს ზომები ზუსტადაც ამისთვისაა. ფინანსების ხარჯვა დამოკიდებული არ არის იმაზე, რომ გაქვს ამდენი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტზე ერთ ადგილას იტრიალო და ათეული წლების განმავლობაში ეს თანხა ხარჯო იმისთვის, რომ უბრალოდ ხელფასი მიიღო. თითოეულ სამსახურს სჭირდება განვითარება და ამ განვითარებიდან გამომდინარე მოხდება წახალისება.