ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა

2019-04-13 14:53:33

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში.

არსებული ინფორმაციით 21 წლის მამაკაცი რომელიც "მერსედესის" მარკის ავტომობილს მართავდა გზაზე 50 წლის ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ორივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქვეითად მოსიარულეს კიდური მოკვეთეს. ექიმების განცხადებით დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.