"სამინისტროდან ველოდებით კონკრეტულ პასუხს"

2019-04-14 00:48:13

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობამ, ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა დააანონსეს, რომელიც 14 აპრილს 12 საათზე დაიწყება და მსვლელობა მოეწყობა.

"ინფო რუსთავის" კითხვას დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა.

შეუერთდებით თუ არა მოქალაქეებს აციაზე და როგორია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია?

"ჩვენ მანამდეც გვქონდა ჭყონდიდელში შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით და ის აქტივობა ამ მიმართულებით ვერ დავინახეთ, პირველ შეხვედრას ვგულისხმობ. როგორც კი ამ პროცესში მოსახლეობა გააქტიურდა და გამოიკვეთა მეტი უკმაყოფილება, რა თქმა უნდა იმ ადამიანების პოზიცია და მოსაზრება გასათვალისწინებელია. მოსახლეობის აზრი არის მნიშვნელოვანი და მოსახლეობას აქვს საშუალება, რომ მოითხოვოს სამართლიანად და დაფიქსირდეს ის პოზიცია, რაც მას აინტერესებს. მათ პეტიციის სახით შემოიტანეს ჩემთან განცხადება, რომელი განცხადებაც გადაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს და ახლა იუსტიციის სამინისტროდან ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას და პასუხს, რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით პასუხს, თუ არ იქნება ეს პასუხი, რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ერთად ჩემს პოზიციას გამოვხატავ", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

შეგახსენებთ, რომ "არა ციხეს" - ამ სლოგანით ჭყონდიდელის დასახლებაში აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა.

RUSTAVI