რუსთავის ცენტრში ახალი სკვერი მოეწყობა [photo]

2019-04-17 09:30:02

რუსთავის ცენტრში ახალი სკვერი მოეწყობა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის თეატრის წინ მიმდინარეობს, სადაც ზვიად გამსახურდიას სკვერის ინფრასტრუქტურა განახლდება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბაღუა გაეცნო. როგორც ინფო რუსთავს ზურაბ ტაბაღუამ განუცხადა, რეკრეაციული ზონა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება.  პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ბილიკები და ტროტუარები მოეწყობა. დამონტაჟდება ასევე გარე განათების თანამედროვე სისტემა, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სკვერში დაიგება მწვანე საფარიც, გაკეთდება სარწყავი ქსელი და მოეწყობა საყვავილეები.

პროექტის ღირებულება 619 295 ათასი ლარია. სამუშაოებისთვის თანხები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

განახლებული და კეთილმოწყობილი სკვერი სავარაუდოდ ოქტომბერში გაიხსნება.