ოჯახური ძალადობის ფაქტი რუსთავში

2019-04-13 00:27:20

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.

ცოლ-ქმარს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა და 35 წლის მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, შსს-ს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს".