რუსთავში სოციალური კაფე გაიხსნა

2019-04-12 21:13:30

რუსთავში, შარტავას #13-ში "სოციალური კაფე" გაიხსნა.

პროექტი სახელწოდებით "42 სოციალური კაფე და ბარი" რუსთავის მერიის მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოს" დაფინანსებით განხორციელდა.

პროექტის ავტორები რუსთაველი ახალგაზრდები ქეთევან ჯინორიძე და სოფიო გოგსაძე არიან.

"სოციალურ კაფეში" სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საგანმანათლებლო აქტივობები ჩაუტარდებათ, ასევე სამუშაო სივრცის გამოყენების საშუალება ახალგაზრდებს სახვადასხვა პრეზენტაციებისა თუ შეხვედრების გასამართად მიეცემათ. ამ ყველაფერთან ერთად კი "სოციალური კაფე" კაფე-ბარის ფუნქციებსაც შეითავსებს.