13 აპრილს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-12 19:09:20

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, დადიანის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.

15 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვემო ბოლნისი, ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, სამწვერისი, ხიდისყური და მიმდებარე სოფლებს.

15 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.