"დროებით შეჩერდეს ციხეების მშენებლობა"

2019-04-12 15:47:12

რუსთავში, კერძოდ კი ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებლებმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ერთობლივი პეტიციით მიმართეს.

როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებმა ნინო გოგინაშვილმა განაცხადა, პეტიციის შემუშავების ორგანიზება მასთან ერთად ამავე დასახლების სამმა მკვიდრმა სოფო კურტანიძემ, მარიკა ხელაძემ და თეა დაბახიშვილმა მოახდინეს. მათივე ინფორმაციით, პეტიციას ხელს 757 ადამიანი აწერს.

იუსტიციის მინისტრს რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებასთან ახლოს ციხეების მშენებლობის დროებით შეჩერებას სთხოვენ. ნინო გოგინაშვილის ინფორმაციით, მოსახლეობა მშენებლობის მანამდე შეჩერებას ითხოვს, სანამ ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჭყონდიდელში მცხოვრებლებს შორის შეთანხმება არ მოხდება.

შეგახსენებთ, ამავე მოთხოვნით რუსთაველებმა რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხეების მშენებლობის პროცესი უკვე თვეებია მიმდინარეობს.