პროექტისთვის 1 899 995 ლარია გამოყოფილი

2019-04-12 13:26:35

რუსთავში, ქაშაკაშვილის ჩიხში, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

სამუშაოები მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რაც მარცხენა სანაპიროს სხვადასხვა უბანში, გზების, ტროტუარების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მისამართებზე: დონეცკელი მეტალურგების ქუჩის I და II გასასვლელი, ჭავჭავაძის ქ. #3,#5,#7,#9,#11,#13, ბათუმის ქ.#19, #21, #23, #25, დონეცკელი მეტალურგების ქ.#4, #6, #8, #8ა, #10, #12, დონეცკელი მეტალურგების I გასასვლელის #1, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #11, #13, #10, #12, დონეცკელ მეტალურგების II გასასვლელის #9, #11, #13, #14, #16, #16ა, #18, #18ა, #20, 20ა, #22, #22ა, ქაშაკაშვილის ქ.#6, #8, #10, #12, ქაშაკაშვილის ჩიხი, რუსთაველის ქუჩის I გასასვლელი და დავით გარეჯის ქ. #1.

აღნიშნულ მისამართებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები.

პროექტის 1 მლნ 899 995 ღირებულებისაა და  რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.