რუსთაველმა ქალმა 129 751 ლარი მოიგო

2019-04-13 00:46:56

რუსთაველმა 61 წლის ნანული ოსიტაშვილმა ლატარიაში 129 751 ლარი მოიგო. როგორც საქართველოს ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, 6 აპრილს რუსთავში, ნანული ოსიტაშვილი, ნაქირავებ ბინაში საღამოს შვილთან ერთად ატარებდა, როდესაც მან შვილს ბოლო 1 ლარი მისცა და მაღაზიიდან პურის ამოტანა სთხოვა.

პურზე ჩასული ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიამდე არ მივიდა, სახლთან ახლოს მდებარე ლოტოს ჯიხურთან გაჩერდა, ბოლო 1 ლარით ლოტო "5/35 ის ოქროს ბურთის" მხოლოდ ერთი ბილეთი იყიდა, ხუთი ციფრიც აარჩია და ისე რომ დედისთვის არ უთქვამს მისი სახლში უპუროდ დაბრუნების ამბავი, „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ოქროს ბურთის გათამაშებას დაელოდა. მის მიერ არჩეული 5 ციფრი ზედიზედ ჩამოვარდა, რომელსაც ოქროს ბურთიც მოჰყვა. ოჯახმა, რომელსაც ერთი ლარიც კი აღარ ჰქონდა დარჩენილი პურისთვის ჯეკპოტი - 129 751 ლარი მოიგო! ნანული ოსიტაშვილს მოგებული თანხა უკვე გადაეცა და მან იცის, რომ სულ რამდენიმე დღეში საკუთარი ბინა ექნება," - აცხადებენ ლატარიის კომპანიაში.