მანქანაში მამაკაცი დაიწვა

2019-04-12 08:28:39

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა. მამაკაცი რომელიც ავტომობილს მართავდა ცდილობდა სატვირთოდან გადმოსვლას და თავისდაღწევას. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა.

პერიმეტრზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.