შოთა რეხვიაშვილი Royal Stone Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

2019-04-11 16:11:14

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, ქვის საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიის Royal Stone Group-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა, უცხოელ ბიზნესმენებს მხარეში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მათი გეგმები მოისმინა.

Royal Stone Group-ი ქვემო ქართლში ძვირფასი ქვის საწარმოს შექმნას გეგმავს, სადაც ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან შემოტანილი ნედლეული გადამუშავდება და მისი ექსპორტირება ამერიკის, კანადის, ევროპისა და მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მოხდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რუსთავში 5 მილიონი ლარის ინვესტიის განხორციელება და 50 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

კომპანიის წარმომადგენლები იდეის თანადაფინანსებისთვის, შესაბამისი განაცხადით, სახელმწიფო პროგრამას - ,,აწარმოე საქართველოში“ მიმართავენ.

ინფორმაციას ქვემო ქართლის მხარე ავრცელებს.