რუსთაველები თეა წულუკიანს მიმართავენ

2019-04-11 13:47:04

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის მინისტრის მისამართით მიმართვას ავრცელებენ.

ფეისბუქგვერდი სახელწოდებით "გავიგუდეთ" წერს,

"ქალბატონი წულუკიანი თეა გთხოვთ გულდასმით წაიკითხოთ ეს წერილი. ეს რუსთავია და დღეს რუსთავი 70 წლის ქალაქია, რომელიც დიდ ქალაქებთან შედარებით კუს ნაბიჯებით ვითარდება. ჩვენ რუსთაველები ვცდილობთ ჩვენი სახლი უკეთესი გავხადოთ, უკეთესსში ვგულისხმობთ: ყველაფერ იმას რაც თანამედროვე ადამიანისთვის მისაღები და ხელსაყრელია. ჩვენ გვინდა რუსთავი იყოს რეგიონში ყველაზე მწვანე ქალაქი, ჩვენ დიდი ამბიციები და სურვილები გაგვაჩნია. ვცდილობთ რუსთავი გავხადოთ სტუდენტური ქალაქი, ტექნოლოგიური ქალაქი და ა.შ. ვცდილობთ ამ ქალაქის იმიჯს გავუფრხდილდეთ. გვინდა მომავალ თაობებს შევუქმანთ უკეთსი გარემო სხვადასხვა საინტერესო გამოწვევებით. ძალიან ბევრჯერ შეეცვალა ამ ქალაქს სტატუსი, თუმცა არასდროს შეცვლილა დამოკიდებულება და ურთიერთობა, სიყვარული და მეგობრობა. რუსთავი რეგიონში იყო ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი, რუსთავი არის ყველაზე მეგობრული ქალაქი, ლამაზი და ლაღი ადამაინებით სავსე. ბევრი წარმატებული და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში და მათ განვითარება მოაქვთ არა მარტო რუსთავის არამედ მთელი საქართველოსთვის. თუ დაფიქრდებით და გადახედავთ რუსთავის უახლოეს ისტორიას გაგახსენდებათ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, რომელიც მოღვაწეობდა რუსთავში. ბევრმა ამ ქალაქს სიკეთე მოუტანა, ბევრმა არც არაფერი.
რატომ ვვითარდებით კუს ნაბიჯებით?

1. რადგან ადგილობრივ ბიზნესს არ უნდა ფული დახარჯოს ამ ქალქში. ასევე ვგულისხმობთ სოციალურ პასუხისგმებლობას.

2. ცენტრიდან მიღებული გადაწყვეტლებებები, ვგულისხმობ ციხის მშენებლობას.

3. "თვითმართველ" ქალაქში რომელიც ცენტრის გავლენის ქვეშ იმყოფება.

4. რუსთავის ბიუჯეტი, რომელიც ასევე ცენტრიდან ფინანსდება და ეს ციფრი იმდენად პატარაა, რომ პროგრესზე ფიქრიც უტოპიური გვეჩვენება.

5. დამოკიდებულება.

6. და ა.შ.

პრობლემა უამრავია და ვფიქრობ აქ ის ადგილი არ არის სადაც საკითხების ჩამოთვლით რაიმე ზემოქმედებას ან ეფექტს მოვახდენთ თქვენზე. თუ ერთი წუთით მაინც დაფიქრდებით, კარგად მიხდებით ჩვენ წუხილს და თუ ვერ, მაშინ იცოდეთ რომ ჩვენ კომუნიკაციისთვის სულ მზად ვართ. არ არსებობს არც ერთ სამეგობროში საღამო, სადაც საკითხი და საუბრები რუსთავის განვითარებას არ ეხება.

გთხოვთ გულდასმით შეისწავლოთ ქ. რუსთავი და რუსთაველი ადამიანები, გთხოვ გულთან მიიტანოთ არსებული ციხის პრობლემა, რომელიც მოსახლეობის ნაწილს არ უნდა რომ აშენდეს, ნაწილი კი საერთოდ ინფორმირებული არ არის. დღეს ჩვენ ეკოლოგიურ პრობლემას ვებრძვით, 2007 წელს აშედნა ქარხანა იქ სადაც არ უნდა აშენებულიყო, ქალაქიდან 700 ნაბიჯში და დღეს ეს მოსახლეობის პრობლემაა, ამან პროგრესი მოუტანა ერთეულებს და არა მოსახლეობის დიდ ნაწილს. ვფიქრობთ ციხეც ანალოგიური პრობლემა იქნება რამოდენიმე წელიწადში და გთხოვთ ნუ მიიღებთ მსგავს გადაწყვეტილებას. ჩვენ შეგვიძლია არსებული პრობლემა ნათლად დაგანახოთ და შეგვიძლია ფოკუსირება მოვახდინოთ საკითხე. ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელსაც შეუძლია გადაბრალება, თითის გაშვერა და მხრების აჩეჩვა.
ჩვენ ვიმსახურებთ მეტ ყურადღებას, მეტ დაფასებას, ჩვენ შეგვიძლია წარმატება მოვუტანოთ საკუთარ ქალაქს და რეგიონს. ამ ყველაფრისთვის კი თქვენი ჩართულობა და ცენტრის დაინტერესებაა საჭირო.

გისურვებთ ჯანსაღ გარემოში მოღვაწეობას და წარმატებას'',- ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.