რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერებულია.
მშენებლობის შეჩერების გამო, რუსთავის მოსახლეობას თბილისისკენ გადაადგილება უჭირს, როგორც "ინფო რუსთავის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შემოსულ შეტყობინებებში ვკითხულობთ, მშენებლობების შეფერხებამ რუსთავი-თბილისის გზაზე საცობების გახშირება გამოიწვია.
ავტობანის ერთი მონაკვეთის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადასტურებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. როგორც უწყებაში ამბობენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი ფონიჭალაში გზის პირას არსებული კორპუსების მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სამშენებლო სამუშაოების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, დიდი ოდენობის თანხებს ითხოვვენ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ თანხის გადახდა შეუძლებელია.
უწყების ცნობით, გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთზე, რომელზეც მშენებლობები შეჩერებულია, სამუშაოები მაშინ განახლდება, როცა მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რუსთავ-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა უკვე 5 წელია გრძელდება და მისი დასრულება, სავარაუდოდ, 2023 წელსაა დაგეგმილი.