"ინფო რუსთავს" ერთერთი მოქალაქე დაუკავშირდა და საკუთარ თავს გადახდენილი ამბის გაჟღერება მოითხოვა.
რუბრიკა "შენი ხმა" წარმოგიდგენთ რუსთაველის მორიგ წერილს: გამარჯობა. მინდა ერთ საკითხზე მოგწეროთ. ვიცი ჩვენი ქალაქის გულშემატკივარი ხართ, ისევე როგორც მე. ახალგაზრდობის პარკში ძალიან ხშირად ვარ, მიყვარს და მიხარია სულ პატარა სიახლეც. ამას წინათ, მე და ჩემი შვილები ტბასთან თევზებს ვაჭმევდით. კატეგორიულად წერია რომ მანდ თევზაობა არ შეიძლება. თუმცა შევნიშნე ბიჭების ჯგუფი, მოძველბიჭო ელემენტების ჯგუფი უფრო. რომლები თევზაობას აპირებდნენ, რაღაცა ხელნაკეთი ჰქონდათ, ბალონივით.
შენიშვნა მივეცი უფრო რჩევა, რომ მანდ თევზაობა არ შეიძლებოდა. სასაცილოდ არ ეყოთ,თავი შევიკავე რომ რაიმე ცუდად არ ეთქვათ. წამოვედი და დაცვისთვის ვაპირებდი თქმას, მაგრამ ჩემი მცირეწლოვანი შვილი ძალიან ამიტირდა და ვეღარ მოვახერხე. თუ მიაქცევთ ამას ყურადღებას მემგონი კარგი იქნება. ძლივს რაღაც დონეზე დასუფთავდა მიეხედა პარკს, ისევ ნუ დავბრუნდებით 90-იანებისკენ. თუ შეიძლება ჩემი ვინაობაც არ გაამხილოთ. მადლობას გიხდით წინასწარ.