რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლის სამსახურის ინფორმაციით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სისუფთავის წესების დაცვასთან დაკავშირებით ღონისძიებების გატარება გრძელდება.
ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქში მიმდინარეობს უნებართვო ჯიხურებისა და უნებართვო შემოღობვების აღება.
სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღონისძიებები გატარდება შემდეგ მისამართებზე: წერეთლის ქ. მ/ტ; მშენებელთა ქ. #4ა მ/ტ; რუსთაველის ქ. მ/ტ; მე-11 მკ/რნი #1 მ/ტ; თავგორაშვილის ქ. მ/ტ; თოდრიის 2 ჩიხის #7 მ/ტ; მე-19 მკ/რნი #12 მ/ტ; 9 მაისის ქ. #1 მ/ტ.