სტუდენტს იარაღიდან ესროლეს

2019-04-10 17:06:07

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დაჭრილი სტუდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.