ბაგა-ბაღში 3 ახალი ჯგუფის მოეწყობა

2019-04-20 10:42:33

რუსთავში, #36 ბაგა-ბაღში 3 ახალი ჯგუფის მოწყობა იგეგმება, რაც სააღმზრდელო დაწესებულებას დამატებით 120 ბავშვის მიღების საშუალებას მისცემს.

კონკურსი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად უკვე დასრულებულია და სავარაუდოდ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაც მალე მოხდება.

ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტის გაფორმებიდან 60 დღეში დასრულდება, ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან #36 სააღმზრდელო დაწესებულება დამატებით 120 ბავშვის მიღებას შეძლებს. 

პროექტის ღირებულება, რომელიც ჯგუფებისთვის რეაბილიტაციის ჩატარებას გულისხმობს 160 097 ლარს შეადგენს.