რუსთავში მაღალი ძაბვის სადენი აფეთქდა

2019-04-10 15:04:41

რუსთავში, ნიკოლაძის ქუჩაზე მიწის ქვეშ გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროსადენი აფეთქდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. შემთხვევის შედეგად ახლოს მდგომი "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაზიანდა.

გარდა ამისა, აფეთქებამ დააზიანა გზის საფარი ნაწილიც. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ადგილზე იმყოფებიან კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებიც.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.