ქურდობის მცდელობა რუსთავში

2019-04-09 17:50:36

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლამდე მამაკაცები, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი ადგილზე დააკავეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები