"ციხის მშენებლობამ ბევრი პრობლემა შექმნა"

2019-04-10 15:03:18

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში უძრავი ქონების მეპატრონეები ბინებს ვეღარ ყიდიან.

ადგილობრივებმა ციხის მშენებლობასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადეს, რომ ბინები, მას შემდეგ არ იყიდება, რაც აღნიშნულ დასახლებაში ციხის მშენებლობა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ფასები ცენტრალურ ქუჩებთან შედარებით დაბალია, ადგილობრივებმა ფასს კიდევ უფრო დაუწიეს.

"წასასვლელი არ მაქვს თორემ აქ ერთი წუთიც არ გავჩერდებოდი. ბინის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ, ვინც იგებს, რომ ბინა ჭყონდიდელის დასახლებაშია, ამბობს, რომ მანდ ციხეს აშენებენ და არ მინდაო. არ ვიცი უკვე რა გავაკეთო", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ: "ადამიანებმა ბინის გაყიდვა, რომ სცადონ და სხვა ადგილას გადასვლა, მათ ამის საშუალება აღარ აქვთ, იმიტომ, რომ უძრავი ქონების ფასმა რადიკალურად დაბლა დაიწია. ესეც რა თქმა უნდა ის სამართლებრივი ფორმაა, რომელ სამართლებრივ ფორმაშიც შეიძლება პეტიციის ავტორებმა და მოსახლეობამ სწორი მიმართულებით მივმართოთ და მოვითხოვოთ ამ ყველაფრის ანგარიში და ანალიზი"

ჭყონდიდელის დასახლებაში ბინების ფასი 10 000 დოლარიდან იწყებოდა. აღნიშნულ ფასად შესაძლებელი იყო 1-2 ოთახიანი კეეთილმოწყობილი ბინის შეძენა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამჟამად ფასები შედარებით დაბალია, თუმცა ბინები მაინც არ იყიდება.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები