მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-04-09 00:13:26

9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 9 აპრილი +21°C, 10 აპრილი +24°C, 11 აპრილი +22°C, 12 აპრილი +23°C.