იყო თუ არა ფიზიკური დაპირისპირება ეპარქიაში [video]

2019-04-08 23:37:40

რუსთავის ეპარქიის განცხადება. [ვიდეო/video]

"ბოლო პერიოდში დიდი აღშფოთება გამოიწვია რუსთავის ეპარქიაში, ბერი გაბრიელის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი."

ინციდენტი 26 მარტს მოხდა, ბერ გაბრიელსა და მეუფე იოანზე შორის საუბარი კამათში და ხმაურში გადაიზარდა. გავრცელდა ინფორმაცია რომ თითქოსდა ბერს 14-მა მღვდელმსახურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის საპასუხოდ კი ეპარქია იმ დღის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.