რუსთავის "ხარები" საპლეიოფო ექვსეულში

2019-04-07 17:44:18

დიდი 10  რეგულარული გათამაშების დასკვნით მე-18 ტურში, პატარძლეულის "ვეფხვებს" რუსთავის "ხარებმა" 13:19 მოუგო.

ანგარიში პატარძლეულის "ვეფხვებმა" დებიუტშივე ლელოთი გახსნა, რუსთავის "ხარებმა" კი მე-18 წუთამდე სამი სწრაფი ლელოთი უპასუხა. 5-5 ქულა ერეკლე მაჭარაშვილმა, ლევან ნარიმანიძემ და ლაშა გოგიაშვილმა მიითვალეს, ხოლო კობა ბუჯიაშვილმა ორი გარდასახა.

შედეგების მიხედვით რუსთავის "ხარები" საპლეიოფო ექვსეულში მეორე ადგილზეა.