რუსთავში საგამოფენო სივრცე გაიხსნა [photo]

2019-04-05 20:17:38

რუსთავის ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

ახლადრეაბილიტირებულ დარბაზში მხატვარ თამარ ფეიქრიშვილის მოსწავლეების, ანი ყვავილაშვილისა და ქეთი პარკაულის მიერ შესრულებული 29, აბსტრაქტულ ჟანრში შესრულებული ნამუშევარი გამოეფინა.

აღსანიშანავია, რომ საგამოფენო სივრცეს რეაბილიტაცია პროფესიული გადამზადების ცენტრ "მოდუსის" მოსწავლეებმა ჩაუტარეს.

"იდეა წამოვიდა მოდუსის ხელმძღვანელის მხრიდან. ის დავპატიჟეთ ერთ-ერთ გამოფენაზე და ძალიან შეწუხდა. ამის შემდგომ გავაფორმეთ მემორანდუმი მოდუსთან, რომლის თანახმადაც, ის ახალგზარდები, რომლებიც მივიდოდნენ ცენტრში სასწავლებლად, შესაძლებლობა ექნებოდათ გადამზადება გაევლოთ ამ საგამოფენო დარბაზში. შედეგად კი ქალაქმა მიიღო ახალი საგამოფენო სივრცე. რა თქმა უნდა, პროცესში ჩართული იყო მუნიციპალიტეტი და ამ კუთხით თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

მხატვრების შემოქმედებას, რუსთავის მერი მიწვეულ სტუმრებსა და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.