ხვალიდან მიმოქცევაში 100 ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა.

2016-10-31 20:15:49

ხვალიდან საქართველოს მასშტაბით 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკოტები  მიმოქცევაში გამოვა. ეროვნული ბანკის განცხადებით, ბანკნოტის განახლებული დიზაინი თანამედროვე იერსახითა და მეტი სიზუსტით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ–ისტორიულ მემკვიდრეობას.გარდა ამისა, განახლებული 100 ლარი დაცულია მომხმარებლისთვის მარტივად აღქმადი და მაღალტექნოლოგიური პროცესების შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით და ძველი ბაკნოტებისგან განსხვავებით გაზრდილი იქნება მისი მდგრადობა  დაბინძურებისა და ცვეთისადმი.განახლებული 100 ლარი მიმოქცევაში ძველი ემისიების ბანკნოტებთან იქნება. 5 და 10 ლარის ახალი ბანკნოტები კი მოგვიანებით გამოვა.