"სიჩუმე არ არის ოქრო" [photo]

2019-04-05 19:45:23

რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში პროექტის "სიჩუმე არ არის ოქრო"(silence is not gold) ღია კარის დღე მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში დღეს გამართული აქტივობებით პროექტის ქართული ნაწილი დასრულდა, მისი გაგრძელება კი ზაფხულში, ბულგარეთში იქნება.

ახალგაზრდული მობილობა "ERASMUS+"-ის ფარგლებში, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროგრამა ქართული ორგანიზაცია "Georgian youth for Europe" და ბულგარეთის არასამთავრობო ორგანიზაციის "Brainstorm"-ის თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს, კერძოდ კი რუსთავს 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, ჯამში სულ 47 მონაწილე ეწვია. მობილობის მეორე ნაკადი ბულგარეთში მოეწყობა და პროგრამის მონაწილე სხვა ახალგაზრდებთან ერთად, 7 ქართველი ახალგაზრდა ბულგარეთს ეწვევა.

მობილობა მიზნად ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით, მათთვის ადამიანის უფლებების უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს საკუთარი სახელმწიფოების გამოცდილებებს უზიარებდნენ და სხვადასხვა აქტივობებით თუ გასართობ-შემეცნებითი თამაშებით ადამიანის უფლებებში უკეთ გარკვევას ცდილობდნენ.

პროექტი 30 მარტს დაიწყო და მისი ქართული ნაწილი დღეს დასრულდა, მობილობა კი ბულგარეთში 2 ივლისიდან დაიწყება და 8 ივლისამდე გასტანს.