ინტერტრანსი: "ყველა მიკროავტობუსი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"

2019-04-05 11:57:48

"ინტერტრანსი" ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება.

"კომპანია ინტერტრანსი ონლაინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალაში არის ნათქვამი მეთორმეტე მიკრორაიონში და თოდრიას წრეზე მიკროავტობუსები არ დგანან და თბილისში დიდუბისა და ვაგზლის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.  დიდუბის მიმართულებით 20 ერთეული, რკინიგზის სადგურის მიმართულებით კი 23  მიკროავტობუსი მუშაობს. პიკის საათის პერიოდში როცა დედაქალაქში მოძრაობა გადატვირთულია, შესაძლოა მიკროავტობუსების დანიშნულების ადგილამდე მისვლის დრომ გადაიწიოს.

მივმართავთ მგზავრებს, შესაბამისი კითხვით შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზს (0341 28 50 50) მიმართონ და მიიღონ დეტალური ინფორმაციას ნებისმიერ საკითან დაკავშირებით,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.