რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ოთარ ხმელიძის სახელობის საკალათბურთო ტურნირის დასკვნითი ნაწილი გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე ტურნირის გამარჯვებულის ტიტული ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის გუნდმა მიიღო, რუსთავის "რუსთავი" მეორე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილი კი თბილისის საკალათბურთო გუნდმა "იბერი" დაიკავა.
კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხმელიძის სახელობის ტურნირი "ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა და ტურნირში 2006-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები ღებულობდნენ მონაწილეობას.
ტურნირის ყველა მონაწილეს მედლები და სიგელები გადაეცა, გამარჯვებული გუნდი კი თასით დაჯილდოვდა.