გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია

2019-04-04 11:36:45

რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დაზიანებულ სანათებს ახლით ცვლიან.

სამუშაოები ამ ეტაპზე კოსტავასა და მეგობრობის გამზირზე მიმდინარეობს.

„ჩვენი ა(ა)იპის საშუალებით ყოველდღიურად მიმდინარეობს სანათების მონიტორინგი რის შემდეგაც იცვლება დაზიანებული ნათურები. ამ ეტაპზე აღდგენილია მეგობრობის გამზირზე საფეხმავლო ბილიკის განათება. სამსახური აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს", – განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" დირექტორმა გიორგი გოროზიამ.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.

 

ავტორი

სოფო ცერცვაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები