ახალი ბაღი რუსთავში

2019-04-05 00:59:37

ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოტს უმასპინძლეს.

შოთა რეხვიაშვილმა საქმიან შეხვედრაზე დანიელებს რუსთავში, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის ბაგა-ბაღის აშნება სთხოვა, რაზეც ვინსენტ დონტოტმა განაცხადა, რომ ბაღის მშენებლობა არ იქნება პრობლემა, რადგანაც მათთვის სწორედ მოსახლეობის საჭიროებებია პრიორიტეტი.

"ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მთავრობა განსაზღვრავს პრიორიტეტს ამ პროექტში და ჩვენ, როგორც პროგრამის აღმასრულებელი სააგნეტო მზად ვართ იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებიდან გამომდინარე, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რაც ექნება მთავრობას", - აცხადებს ვინსენტ დონტოტი.

შეგახსენებთ, შეხვედრაზე მრავალფუნქციური პროექტი განიხილეს. პროექტის მთავარი კომპონენტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფაა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.