4 აპრილს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-03 17:10:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 17:10 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-16 მიკრორაიონში, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - მომხმარებლებს მეგობრობის, მესხიშვილის, თოდრიას, კლდიაშვილის ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ვაზიანში, ვაზიანის დასახლებაში, სოფლებში მარტყოფი, გამარჯვება. 14:30-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს სართიჭალაში. 17:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, მთისძირი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, ტაბახმელა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 19:00 საათამდე - დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, ცოტნე დადიანის, ჩოლოყაშვილის, შანიძის, არსაკიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

13:00-დან 13:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს ბაიდარი, კურტლიარ, ქურთლიარი, ქუთლიარი, დოლისყანა და მიმდებარე სოფლებს. 14:30-დან 15:00 საათამდე - სოფლებს აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი და მიმდებარე სოფლებს. 16:00-დან 16:45 საათამდე - სოფლებს ამბაროვკა, ალგეთი, კაპანახჩი, ქეშალო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.