რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, რუსთაველ, წარჩინებულ სტუდენტებთან, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
სტუდენტებმა ირაკლი ტაბაღუასთან გარდა დაფინანსებისა და სწავლისა, ქალაქში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ახალგაზრდებმა რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც გააჟღერეს.
შეხვედრაზე 52 არჩინებული სტუდენტი იყო მოწვეული, ისინი დაფინანსებას ქალაქის ბიუჯეტიდან იღებენ.
შეგახსენებთ, რომ სწავლისა და გზის ხარჯებისთვის დაფინანსების მისაღებად სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (81 ქულა და ზევით). მერია ასევე უზრუნველყოფს გზის ხარჯების დაფარვას, ამ მიზნით სტუდენტებს ყოველთვიარად 60 ლარი ერიცხებათ.
სტუდენტები სწავლის საფასურის დასაფარად წლიურად 800 ლარის ოდენობის დაფინანსებას იღებენ.